LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე“ – მაკა ბოჭორიშვილი

363
მაკია ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას ჟენევაში ვიზიტი შეაფასა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის უმაღლესი დონის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს ფორმატში. კომიტეტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, განიხილება ის მთავარი საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ამ ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხი და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები, რომლებიც ხდება და თან ახლავს ოკუპაციას,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.

„ამასთან, იცით, რომ სრულდება ოთხი წელი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან და ეს ტრიბუნაც ასევე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g