„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.
კახა კალაძის თქმით, ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] თავის საქმიანობას აგრძელებს და საზოგადოებამ მისი გაკეთებულის შესახებ იცის:
„მიუღებელი საქციელია, განმარტებების გაკეთება მოუწევს“ – საქართველოში დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა
ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით.
2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“. – განაცხადა კახა კალაძემ.