LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილები, ორსულები, ჭარბი წონის მქონე ადამიანები – ვინ შედის D ვიტამინის დეფიციტის რისკ-ჯგუფში

247
lalikilasonia

რევმატოლოგრმა, პროფესორმა ლალი კილასონიამ გადაცემაში „პირადი ექიმი“ D ვიტამინის დეფიციტზე ისუაბრა.

დღეს D ვიტამინი მოდური ტენდენციის პიკზეა. საზოგადოებას აქვს ისტორიული გამოცდილება D ვიტამინთან ურთიერთობის, ყველას გვახსოვს მწარე ურთიერთობა თევზის ქონთან და შესაბამისად, D ვიტამინთან. D ვიტამინი კლასიკური ვიტამინი არაა და დღეს მას მსოფლიოში D ჰორმონს უწოდებენ, ასევე მზის ვიტამინს და ა.შ. იგი არ ხვდება ორგანიზმში აქტიური სახით, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი D3 ტრანსფორმირდება და სისხლით მიიტანება ღვიძლში უკვე აქტიური ფორმით. D ვიტამინს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, მაგრამ გეტყვით, რატომაა დღეს ის ასეთი აქტუალური. იგივე კოვიდის აურზაურის დროს გაჩნდა ინფორმაცია D ვიტამინის დეფიციტზე, რომელიც თითქოსდა იწვევდა კორონავირუსით ინფიცირებას. 2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა მსოფლიოში D ვიტამინის დეფიციტის პანდემია. სერიოზული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველ მეორე ადამიანს აქვს  D ვიტამინის დეფიციტი. ამის გარდა, ერთადერთი მკვეთრი სამეცნიერო ნიშა, რაც D ვიტამინს გააჩნია, ესაა მის პირდაპირი მოქმედება ჯანმრთელი ძვლის შექმნის პროცესში. ფაქტიურად D ვიტამინის არსებობა-არარსებობა განაპირობებს კალციუმის არსებობა-არასებობას. აღმოჩნდა, რომ თუ D ვიტამინის რაოდენობა დეფიციტურია, მიღებული კალციუმი არ იწოვება.

D ვიტამინის კლასიკური მოქმედების ეფექტი ასეთია – არსებობს უზარმაზარი სპექტრი D ვიტამინის მოქმედებისა უამრავ პათოლოგიასთან. ის მოქმედებს ანთების პროცესში, აუტოიმუნური დაავადებების დროს, ინფექციური დაავადებების დროს, თირკმლის და ღვიძლის დაავადებების დროს. ეს ყველაფერი არის დიდ დოზით ასოციაციები, მაგრამ არა მიზნობ-შედეგობრივი კავშირი.

D ვიტამინის ნაკლებობას პირველ რიგში განაპირობებს გეოგრაფიული განედი ანუ კონტაქტის ხანგრძლივობა ულტრაიისფერ სხივებთან. D ვიტამინთან ურთიერთობა უნდა დაიწყოს ჩვილობიდან, რადგან მისი პროფილაქტიკური როლი უდიდესია რახიტის პრევენციაში. მას ქალის ვიტამინსაც უწოდებენ, რადგან მას აქვს ცხოვრების მანძილზე ისეთი პერიოდები, როცა მას მეტად სჭირდება D ვიტამინი, ესაა ლაქტაცია, ორსულობა. რაც ეხება სიმსუქნეს, ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი წორედ სიმსუქნეა. ასევე ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები D ვიტამინის ნაკლებობის კანდიდატები არიან. ასევე ვეგეტარიანელები და დიეტაზე ხანგრძლივად მყოფი ადამიანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g