იუმორისტი და მსახიობი ციაკო ფიფია მეორე შვილს ელოდება. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ (10 სექტემბრის ნომერი) ამბობს, ეს დაგეგმილი ორსულობა არ იყო.

„სულ მეუბნებოდნენ, მეორეს რატომ არ აჩენო. ვამბობდი, ცოტა მერე, ცოტა მერე-მეთქი და გავხდი 33 წლის. ეს არ იყო დაგეგმილი ორსულობა, რომ გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა, მეორე ბიჭს ველოდებით.
მეხუთე თვეში გადავედი. გოგა და სანდრო ძალიან ბედნიერები არიან. სხვათა შორის, მეგონა, გოგონა იქნებოდა, მაგრამ შევცდი. გოგას და სანდროს ბიჭი უნდოდათ და მათი ვარაუდი გამართლდა. მესამე ალბათ გოგონა იქნება. მინდა, რომ სამი შვილი მყავდეს…“, აღნიშნავს ციაკო.