LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციაკო ფიფია: „პირველი სამი დღე ბავშვს თავზე დავტიროდი. მერე ჩემს თავს შემოვულაწუნე და ვუთხარი: გამოფხიზლდი!..“

438
ciakofifianews45

მსახიობ ციაკო ფიფიას საკმაოდ მძიმე ზაფხული ჰქონდა და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. ის აღნიშნავს, რომ ემიგრანტ დედასთან ერთად დასვენებაც ვერ შეძლო, რადგან მის ვაჟს კორონა დაუდასტურდა…

ციაკო ფიფია:

ასე მგონია, ზაფხული არც ყოფილა და ეს სეზონი გამოვტოვე. ერთადერთი, იმით იყო განსაკუთრებული და პოზიტიური ის მოხდა, რომ დედა ჩამოვიდა ამერიკიდან, კერძოდ, ნიუ-იორკიდან, სადაც უკვე 13 წელია, ცხოვრობს და მუშაობს. წამოიდგინეთ, სულ მენატრება. 13 წელია, ზაფხული ერთად არ გაგვიტარებია, გეგმებით ჩამოვიდა, რომ ჩვენი დიდი ოჯახი ერთად დავისვენებდით ზღვისპირეთში. თუმცა, ყველა გეგმა ჩაგვეფუშა, დედა უკან დაბრუნდა და სულ რამდენიმეჯერ მოვახერხეთ ნახვა, ისიც დისტანციურად.

რატომ ვერ მოახერხეთ ერთად დასვენება?

ივლისის შუა რიცხვებში, ჩემს შვილს, ალექსანდრეს კორონა დაუდასტურდა, თან ინდური შტამი და ლამის მოვკვდი, ეს რომ გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ქმარი სულ გარეთ ვართ, ყველა წესს და რეგულაციას ვიცავთ. ყველაზე მეტად ბებიასა და შვილზე ვნერვიულობდი. ბებო გავიდა მაღაზიაში, იქიდან დაბრუნებული დაქალს შეხვდა, ელაპარაკა. იმ დღეებში, მთელ უბანში ოჯახი არ იყო დარჩენილი, კორონა რომ არ დაფიქსირებულიყო. ჩვენც ვერ გადავრჩით – ბებოს დაქალს დაუდასტურდა, ბებოც დავტესტეთ და დაუდასტურდა. ეს ძლივს გადავიტანეთ, ისედაც სუნთქვის პრობლემები აქვს. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ჩვენც გავიტესტეთ და არ აღმოგვაჩნდა. ძალიან პანიკიორი ვარ, ემოციური და გადავწყვიტე, 72 საათში გადამოწმება. დიდებს არ აღმოგვაჩნდა და ბავშვს დაუდასტურდა. იმ წუთას მის წინ როგორ შევიკავე ემოცია, არ ვიცი. ერთი სიტყვით, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, არაფერი ეტყობოდა და ჩვენ დავიხოცეთ. პირველი სამი დღე ბავშვს თავზე დავტიროდი. მერე ჩემს თავს შემოვულაწუნე და ვუთხარი: გამოფხიზლდი! ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ათას სისულელეს ვფიქრობდი, ვლოცულობდი… მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ გვქონდა, მთელი ოჯახი სახლში გამოვიკეტეთ სამი კვირა. მადლობა ღმერთს, ახლა კარგად არის. აცრაც გავიკეთე და ახლა მეორე დოზის გაკეთებას ველოდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g