LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციანიდის საქმის ადვოკატები საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს

121

ე.წ. „ციანიდის“ საქმის ადვოკატები 13 საათზე საქალაქო სასამართლოში არიან დაბარებული. ისინი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მისაცემად დაიბარეს. საქმე ეხება მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტს.

ამ საკითხზე დასაკითხად ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. თუმცა, მათ საგამოძიებო ორგანოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

დღეს სასამართლოში ე.წ. „ციანიდის“ საქმის სამ ადვოკატს – სულხან კობახიძეს, პაატა მეხრიშვილს და მიხეილ რამიშვილს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სასამართლოში მისვლას აპირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პროკურატურამ სასამართლოსთვის მიმართვით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

ე.წ. „ციანიდის“ საქმის კიდევ ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე კი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა მან პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე, დანარჩენი უფლებადამცველების მსგავსად, უარი განაცხადა.

magti 5g