LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციცი ფალავანდიშვილი: „აღარ შემიძლია, მარინას ტირილს ვერ ავიტან…“

567
marina-karpi-da-gigi

მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი ჟურნალ „გზას“ შვილის, გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლის, მარინა კარპის განცდებისა და საკუთარი ემოციების შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს:

„12 წელია, ორ ოჯახად ვცხოვრობთ, უკრაინასთან მჭიდროდ ვარ დაკავშირებული. ახლა არ ვიცი, რა გავაკეთოთ. ტელეფონზე მიჯაჭვული ვარ. ასე მგონია, დანაშაულს ჩავდივარ, თუ ერთი საათით ჩამეძინება. აღარ შემიძლია, მარინას ტირილს ვერ ავიტან… შვილიშვილები მეკითხებიან: დედა ცუდ ხასიათზე რატომ არის? მამას რა სჭირსო? პატარა ასაკის არიან. არ მინდა, გული ვატკინო. არაფერი ხდება-მეთქი, ვეუბნები. ჩემი ქალიშვილის ნინიკოს გოგო ქართველია, მაგრამ იცით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს როგორ განიცდის? ამას წინათ სახლიდან უკრაინის დროშა მოგვპარა, – მეც მიტინგზე უნდა დავდგეო!..“

ციცი ფალავანდიშვილი უკრაინელ რძალზე: „მინდა, ჩემი მარინა ისევ ისეთი ხალისიანი, ბედნიერი ვნახო…“

ომი უკრაინაში