მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი „ქართული ხმების“ წევრის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:
„გამეხებული ვარ, არ მინდა დაჯერება. ეს რა მეხი დაგვეცა. 16 წლის იყავი, ჩემთან რომ მოხვედი და სტუ-ს კაპელის დიდი ოჯახის წევრი გახდი! 25 წლის განმავლობაში ვიყავით მეგობრები, შენ და გივიკო თქვენი ულამაზესი ოჯახებით ჩემი ოჯახის წევრები იყავით, იქნებით მუდამ. რამდენმა ერთად გატარებულმა დღემ გამიელვა კადრებად. სულ ვამაყობდი შენით, შენი სიყვარულით და ერთგულებით ოჯახის და მეგობრების მიმართ. კვირა არ გავიდოდა, ერთმანეთი რომ არ მოგვეკითხა. ყურში ახლაც ჩამესმის შენი ხმა, “ციცუნი, როგორ ხარ?” ციცუნის მხოლოდ შენ მეძახდი. დანგრეული ვარ. ენით აღუწერელ ტკივილს განვიცდი, ვერ წარმომიდგენია ბაკურაძეები უშენოდ, „ქართული ხმები” ზურას გარეშე. საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი, ულამაზესი ხმა, უერთგულესი მეგობარი, სამაგალითო შვილი, მეუღლე, მამა, ძმა და ზოგადად შესანიშნავი ადამიანი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: „ღმერთო რატომ????“