LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციცი ფალავანდიშვილი იუბილარია: „დღეს სულ რაღაც 67 წლის გავხდი… დღემდე ელოდებიან ჩემს დაჭკვიანებას, მაგრამ ამაოდ… ვარ ისეთი, როგორიც ვარ…“

301
ციცი ფალავანდიშვილი

ცნობილი მუსიკოსი, ციცი ფალავანდიშვილი დღეს იუბილარია, მას 67 წელი შეუსრულდა და მილოცვებს იღებს:

„დღეს სულ რაღაც 67 წლის გავხდი… მადლობა უფალს ყოველი დღისთვის!.. მადლობა იმისთვის, რომ წილად მხვდა მყოლოდა ყველაზე კარგი მშობლები, რომლებმაც ულამაზესი ბავშვობა მაჩუქეს, მყოლოდა ჩემი ძმა, რომელთან ერთადაც ტყუპებივით ვიზრდებოდით და დღესაც ასე ვართ, მყოლოდა გვერდით გია, რომელიც გვერდითაც არ მეშინია არასდროს, მყოლოდა ჩემი უფლის საჩუქრები – გიგი და ნინი, თავიანთი ულამაზესი ოჯახებით, მყოლოდა ბებას ოთხი ანგელოზი, მყოლოდა თქვენნაირი მეგობრები… მხოლოდ ერთი რამ ვერ შევძელი, ვერ ავუსრულეთ ჩემს მშობლებს თხოვნა ვერავინ – სულ ამბობდნენ, ციცის დაჭკვიანებას ჩვენ ვერ მოვესწრებით და თუ დაჭკვიანდება, ვინმემ საფლავში ჩამოგვძახეთ, გაგვიხარდებაო… დღემდე ელოდებიან ჩემს დაჭკვიანებას, მაგრამ ამაოდ… ვარ ისეთი, როგორიც ვარ… მიყვარხართ, მადლობა ყველას, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში… სიყვარულით გვეცხოვროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g