ციციშვილის კლინიკაში ბავშვთა მიმართვიანობამ იმატა. კოვიდ განყოფილებაში, ბოლო მონაცემებით 145 პაციენტი მკურნალობს.
მათგან 24 არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. 145 ინფიცირებული ბავშვის შობლებიდან მხოლოდ 8 არის აცრილი.
მიმართვა გაზრდილია მწვავე რესპირატორული ვირუსებითაც, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ე.წ. თვინდემიური პროცესი დაწყებულია.