LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციცოს შერჩა უზარმაზარი ბინა და მისი ბინა, რომელიც მე დამრჩა და მეგონა, რომ იყო 100 კვადრატული აღმოჩნდა, რომ არის 89… ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ ციცოს ნერვებმა უმტყუნა“ – რა თქვა ია ფარულავამ ციცინო შურღაიასთან გახმაურებულ კონფლიქტზე

3160
ია ფარულავა, ციცინო შურღაია

მსახიობმა, ია ფარულავამ პოდკასტში Easy Plate • მარტივი თეფში ყოფილ მეგობართან, ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან, ციცინო შურღაიასთან გახმაურებული კონფლიქტის დეტალები გაიხსენა:

„მიყვარდა სტუმრები თვეში ორჯერ, აბა ღომი აბა ის და აბა ეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ბინა დავუთმე ციცოს, მას უნდოდა ამ ბინის ყიდვა წლებია, გავცვალეთ და მოხდა ასეთი გარიგებასავით და არა მგონია კიდევ გავაკეთო (სუფრები)… მე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სახლში მე ნამყოფი არ ვარ იმიტომ, რომ ვიღაცები თავიანთ სახლს უფრთხილდებიან, რომ ზედმეტი ენერგია და ვიბრაცია არ შევიდეს და მეც ასე გადავწყვიტე ცხოვრება“ – თქვა მსახიობმა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე: „მახსოვს, რომ ძალიან ხშირად დადიოდა შენთან ციცო სტუმრად და შემდეგ რა გაუგებრობა მოხდა ისეთი, რომ ვთქვათ რა აღმოაჩინა იმ სახლში ახალი ისეთი, რომელშიც ყოველ დღე იყო ხოლმე პრაქტიკულად“ – ია ფარულავამ უპასუხა:

„მოხდა ძალიან დიდი გაუგებრობა ციცოს ძალიან ფეთქებადი ხასიათის გამო, მაგრამ ციცოს შერჩა უზარმაზარი ბინა და ციცოს ბინა, რომელიც მე დამრჩა და მეგონა რომ იყო 100 კვადრატული, აღმოჩნდა, რომ არის 89 კვადრატული… ავაზომვინე, მეუბნებოდა რომ ბინა იყო 107 კვადრატული, ეს ახლა გავიგე, მაგის გამო არ მომხდარა ჩხუბი. ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ ციცოს ნერვებმა უმტყუნა“, – ამბობს ფარულავა.

@easy.plate5 "ციცოს ფეთქებადი ხასიათის გამო…" – ია ფარულავა Easy Plate-ის სრული ეპიზოდი ნახეთ Yotube-ზე #EasyPlate #healthy #food #iaparulava #youtube #viral ♬ original sound – Easy Plate • მარტივი თეფში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g