LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, სააკაშვილს ზარის განხორციელების უფლება არ მიეცეს: ადვოკატი

261
1

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილს ზარის განხორციელების უფლება არ მიეცეს.

როგორც ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, შეშინებული ხელისუფლება ასევე უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები:

“შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროცესის ჩანიშვნა მოვითხოვეთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ “ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს.

ასევე, “პიჯაკების საქმეზე” მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და პასუხი არ მიგვიღია. დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსჯავრდებულ პირებს ზარის განხორციელების უფლება არ ეზღუდება. ასეთ მოცემულობაში გვიწევს ბრძოლის გაგრძელება.” – თქვა ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g