პატიმართა შორის გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე თავად პატიმრები არსებული კრიმინალური სუბკულტურის გამო არ საუბრობენ -ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დასკვნები ეყრდნობა ამ პატიმრებთან ჩვენ ვიზიტებს და იმ ინფორმაციას, რასაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ანდობენ.
“საუბრობენ, რომ ხშირია ასეთი პრობლემები. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა მათ არ სურთ ჩვენ მივამმართოთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხივნით. ის რომ ბევრი ადამიანი ამაზე საუბარს ერიდება, მიანიშნებს იმას, რომ ციხეში ამაზე საუბარი არსებობს”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცვრლის აპარატი ციხის კრიმინალური სუბკულტურის პრობლემის შესწავლას გეგმავს და ამ საკითხზე სპეციალურ ცალკე ანგარიშს წარადგენს.
