სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადასტურებენ. გარდა ამისა, აღნიშნულზე სოციალურ ქსელში თავად ნატა ფერაძეც წერს.
ნატა ფერაძე: „არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი – არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას“
გამოძიება ნატა ფერაძეს ადმინისტრაციული წესით ედავება. სამოქალაქო აქტივისტმა, 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზედაც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.
ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა
როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მისამართით მუქარები მას შემდეგ არ წყდება, რაც მან 9 იანვარს ვიდეოკადრები გაავრცელა.
„სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის.
[…] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია“. – აცხადებს აქტივისტი, ნატა ფერაძე.