LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხეში ქორწინება რომანტიკული – არა, მაგრამ გააზრებული ნაბიჯი იყო” – დეა აფციაურის ბრძოლა ბედნიერებისთვის

181
-----2023-03-30_13-17-39_136037

დეა აფციაური აქტიური სახეა სოციალურ პლატფორმებზე. ორი შვილის დედა თავისი ოჯახური ცხოვრების ქრონიკებს გამომწერებს მუდმივად უზიარებს. ის სულ ლაღი და ბედნიერია, თუმცა ამ რთული და დრამატული პერიოდიც გამოიარა. მან თავისი საყვარელი ადამიანისთვის, ოთო აბესაძისთვის, გაბედული ნაბიჯები გადადგა. როდესაც ოთო ციხის კედლებში იმყოფებოდა, დეა შეყვარებულისთვის ციხის გარედან იბრძოდა. სწორედ ციხეში შედგა მათი ქორწინებაც, რომელიც ალბათ წყვილს სულ სხვა გარემოში წარმოედგინა. ახლანდელი გადმოსახედიდან, სწორედ ამ სირთულეებმა ისინი უფრო გააძლიერა.

9-წლიანი ოჯახური ცხოვრების გამოცდილებას დეა აფციაური „სარკის” მკითხველებს უზიარებს.

 არადა ალბათ ბევრს ვერც წარმოუდგენია, ამ ფერადოვანმა, ქალურმა დეამ რამდენი სიძნელე, ნერვიულობა გამოიარა. ძალიან პრინციპული და მებრძოლი ქალი იყავით ურთულეს პერიოდში. დღეს როოგორ გახსენდებათ და აფასებთ იმ განსაცდელს, რომელიც ოთოსთან ერთად გამოიარეთ?

– არის ცხოვრების ეტაპები, რომლებიც რაც უნდა დრო გავიდეს, მაინც ძალიან მძიმედ მახსენდება. არასდროს ვამბობ, ნეტა, ჩემს ცხოვრებაში ეს რთული პერიოდი არ ყოფილიყო-მეთქი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღევანდელი თქვენი ბედნიერება 9 წლის წინ ბრძოლით მოიპოვეთ.

– ასე გამოდის. არის ცხოვრებაში რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი, მაგალითად, ჯანმრთელობა, მაგრამ დანარჩენი ყველაფრისთვის შეიძლება ბრძოლა. ცხოვრების გარდამტეხ მომენტებში მთავარია, მოიკრიბო მთელი ძალისხმევა, რესურსი და მაქსიმუმი გააკეთო. დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ვამაყობ ყველა იმ ნაბიჯით, რომლებიც შეიძლება უცხო თვალისთვის ძალიან რადიკალურიც იყო.

– ოთომ და თქვენ ციხეში მოაწერეთ ხელი და დაქორწინდით. დღეს გახსენდებათ რომატიკულად ეს დღე?

– კი. ძალიან ძნელია, რომანტიკული დაარქვა ციხეში ქორწინებას, მაგრამ ეს იყო ძალიან გააზრებული ნაბიჯი ჩემი მხრიდან და ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ძალიან მიხარია, რომ 9 წლის შემდეგაც ძალიან ბე-დნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. არ მინდა ამ თემის რომანტიზება ზედმეტად, რადგან ხშირად მწერენ ხოლმე, მეც მყავს შეყვარებული ციხეში და მეც ვფიქრობ ამ ნა-ბიჯის გადადგმასო. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია.

მთელ ჩემს ამბავში რომანტიკული ის იყო, რომ ცოლად მივყვებოდი არაჩვეულებრივ ადამიანს, თორემ ის, რომ ციხის კედლებში ხელს აწერ, არა მგონია, დიდი რომანტიკა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g