მიხეილ სააკაშვილს დღეს მორიგ გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა განუცხადა მედიას.
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ვიდრე წინა დღეებში.
ექიმის განცხადებით, მორიგი გამოკვლევების შემდეგ, კომისიების ერთობლივი გადაწყვეტილებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა დაიდება.
“დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები. წნევის თამაში იყო, პულსი იყო სხვადასხვანაირი დღის განმავლობაში.
ერთი არის წინა კომისია და მეორე ალტერნატიული, ალბათ შემდეგ ყველას მოვიწვევთ ერთად და გავაკეთებ დასკვნას. ციხის ექიმებთან ერთად ჩვენ ძალიან ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლება ერთი ტესტი კიდევ გავაკეთოთ, იმიტომ რომ არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა.
ამას ჰქვია პალიატიური დახმარება. შიმშილის მკურნალობა არის ერთი – ჭამა,”- განაცხადა გუშინ ნიკოლოზ ყიფშიძემ.