LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ციხის წარმომადგენელმა მითხრა, “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში”, გინებაც მოაყოლა… გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით” – სააკაშვილის წერილი

990
000-9NW6NF

გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

ყოფილი პრეზიდენტი აღწერს რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს მოტყუებით.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მას გადაყვანის დროს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი „ჟრიამული“ და არ შეწყვეტილა ეს „ჟრიამული“ ამ წუთამდე. ხოლო, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაიგდეთ ხელში“. და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე, – წერს სააკაშვილი და განაგრძობს, – შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა.

მიუხედავად, ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც, ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ შეურაცხყოფის და ძალადობის შემდეგ, აღელვებით. ყველანი იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი კრიმინალები“,- ნათქვამია წერილში.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.

ოპოზიცია დღეს, დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე პროტესტს აანონსებს, მათ შორის აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g