ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში, სამაშველოს სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში, გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ის რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა, რომელიც აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.