LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციკლონ „იდაის“ შედეგად ზიმბაბვეში 64 ადამიანი დაიღუპა

98
1552885144-54257581_2744584865559513_4038824414358274048_n

ციკლონ „იდაის“ შედეგად ზიმბაბვეში 64 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters” ავრცელებს.

ტროპიკული შტორმის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ექსპორტი შეწყდა, რის გამოც აფრიკის ყველაზე ინდუსტრიალიზებული ეკონომიკა დენის გარეშე დარჩა.

მსგავსი სტიქია ზიმბაბვეში 2000 წლის შემდეგ არ მომხდარა. მანამდე ტროპიკული შტორმი მალავისა და მოზამბიკს დაატყდა თავს. წყალდიდობამდე ზიმბაბვეში ძლიერი გვალვა იყო, რამაც ნათესები დააზარალა.

გაეროში აცხადებენ, რომ საკვებით დახმარება ზიმბაბვეში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები