ციმბირის რამდენიმე რეგიონში გრიგალია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ, გრიგალს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა ალტაისა და კრასნოიარსკის მხარეები, კემეროვისა და ნოვოსიბირსკის ოლქები. ენერგოსისტემის დაზიანებამ ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
რუსეთის მეტეოროლოგიური სამსახური უახლოეს საათებში ქარის შეჩერებას არ ვარაუდობს.