ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ციცნაძე და ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი თბილისის “დინამოს“ შეუერთდებიან.
მალე დინამოელები ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპს ითამაშებენ. 19 სექტემბერს ირაკლი ხოშტარიას გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ესპანურ “ხუვენდუტს“ გაეჯიბრება. საპასუხო შეხვედრა ესპანეთში 21 სექტემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ “დინამო“ ამ ეტაპს ვერ დაძლევს, გუნდი ავტომატურად ფიბა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძის ბოლო კლუბი “ქუთაისი“ იყო, ხოლო ცქიტიშვილი ბაჰრეინის “მანამაში“ გამოდიოდა.