პოეტი ცირა ბარბაქაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და იხსენებს ამბავს, რომელსაც თავად შეესწრო, როდესაც 20 წლის ბიჭი მაღალი სართულიდან გადმოხტა…
„რამდენიმე თვის წინ, ჩემი საცხოვრებლის მაღალი სართულიდან 20 წლის ბიჭი გადმოხტა შუაღამით და თავი მოიკლა. ქარიანი ღამე იყო და ვიფიქრე, რაღაც მძიმე საგანი გადმოვარდა და ნეტა, ხომ არაფერს დაეცა მეთქი… ჩემი მე-2 სართულიდან გადავიხედე და რაც მაშინ დავინახე და რა შოკიც იმ ღამეს მივიღე, ვერც დავწერე და ვერც გამოვთქვი…
თქვენ გესმით, რომ იმ ადგილს ყოველდღე ფეხს ვაბიჯებთ და სახლებში ავდივართ და ყოველდღე თვალებში მაქვს ის კადრი… ფეხისგულები მეწვის…
ეს უკვე შემთხვევა აღარაა, რაც დღესაც მოხდა და ხვალაც მოხდება… ეს არის სერიული თვითმკვლელობები…
ფიქრობთ, რომ ჯოჯოხეთი სხვანაირია…?
მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირის გამო არ იკლავენ ბავშვები თავს… იმის გამო, რომ მათ ვერავინ გაუგო… და არავინ დაინდო…
მარტო სოციალური და პოლიტიკური კი არა, ადამიანური ურთიერთობების და სიყვარულის კრიზისი გვაქვს ჩვენ :(“.