LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისნამი საყვარლიშვილი: სულ მალე მოვამზადებ ხინკალს და პოპულარიზაციას გავუწევ ქართულ კულინარიას.. მიყვარს, მიხარია და მაბედნიერებს ჩემი ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატებები დიდ ამერიკაში.. საუკეთესო სტუდენტი ვარ

338
5992c876-967d-48eb-9c45-f4b6781ee69e

ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც აშშ-ში სწავლობს, პარალელურად კულინარიის კურსებს გადის.

ამის შესახებ ცისნამი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სულ მალე ის ხინკალს მოამზადებს და ქართულ კულინარიას პოპულარიზაციას გაუწევს.

„ჩემს დიდებულ კოლეჯს აქვს არაჩვეულებრივი კულინარიული კლასები. ჩემი მეორე #Major კულინარია იქნება, რითიც ბავშვობიდან გატაცებული ვარ.

სტუდენტები ამზადებენ უგემრიელეს კერძებს და მხოლოდ 15 დოლარად სასწაული სადილია. თავს საუკეთესო რესტორანში იგრძნობთ, არადა კაფეტერიაა.

სულ მალე აქ მე მოვამზადებ ქართულ ხინკალს და პოპულარიზაციას გავუწევ ქართულ კულინარიას.

მიყვარს, მიხარია და მაბედნიერებს ჩემი ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატებები დიდ ამერიკაში.

მანამდე კი მინდა გითხრათ რომ საუკეთესო სტუდენტი ვარ და ყველა საგანში A მყავს.

თავდაუზოგავად ვშრომობ და წინ მივიწევ.

ასევე, კოლეჯის გაზეთში გამოქვეყნდება ჩემი ესები.

ბოდიშით რომ ფეისბუქისთვის ვეღარ ვიცლი და ზოგიერთებს თავი მოგანატრეთ.

მადლიერი ვარ რომ მკითხულობთ. თქვენი შეტყობინებები მახარებს.

გიგზავნით სიყვარულს,“ – აღნიშნავს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g