„ციტადელის“ ისტორია 2011 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში კომპანია ქართული სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და განვითარებას აქტიურად განაგრძობს. დღეს ის მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციასა და თანამედროვე სერვისს სთავაზობს.
საბა მოდებაძე, კომპანიის „ციტადელი“ გაყიდვების სტრატეგიისა და ქსელის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– „ციტადელი“ საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ჩვენს გვაქვს სამი ცენტრალური ფილიალი თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ამის გარდა, გვაქვს ფრენჩაიზ მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვცდილობთ, ლოგისტიკურადაც ხელმისაწვდომი ვიყოთ როგორც კორპორაციული, ისე საცალო კლიენტებისთვის. ხარისხთან ერთად, ჩვენ ვქმნით, ძალიან დიდ კომფორტს მომხმარებლებისთვის, გვყავს ძალიან დიდი საინჟინრო გუნდი, რომელიც ყველა დეტალშია ჩართული და ყველას ვესაუბრებით მარტივად გასაგები ტერმინოლოგიით.

– „ციტადელის“ მსხვილი პორტფელის გათვალისწინებით, საინტერესოა, როგორ ემზადება კომპანია თითოეული სეზონისთვის?
– უკვე 15 წელია, რაც „ციტადელი“ საქართველოს ბაზარზეა და ჩვენი პორტფელი მართლაც ძალიან დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიაში პროცესები უწყვეტად მიმდინარეობს, რთული იქნება გამოვყოთ რომელიმე სეზონი მზადების თვალსაზრისით განსაკუთრებულად, თუმცა სამშენებლო მიმართულებით გაზაფხული და ზაფხულია უფრო აქტიური სეზონები. ზოგადად, ვცდილობთ, ნაკლები დეფიციტები შეიქმნას ბაზარზე ჩვენი მიმართულებით და მომხმარებელს დროულად მივაწოდოთ ყველაფერი. დაახლოებით, 6-8 თვით ადრე ვგეგმავთ ხოლმე პროდუქციის შემოტანას, რადგან რიგი პროდუქტების სეზონი, შესაძლოა, ზაფხულში დასრულდეს, შემდეგ საშემოდგომო დაიწყოს და ა.შ. ყველა სეზონი ერთმანეთს აახლებს, შედეგად, კომპანიაში მუდმივად დუღილის, წინსვლის და განახლების პროცესია.
– მიმდინარე კამპანიების შესახებაც შევაჩეროთ ყურადღება.
– ჩვენი მიმდინარე კამპანია გახლავთ „აშენე და გაარემონტე საშენო ფასად“. ასევე, სეზონიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ვთავაზობთ ენერგოეფექტურობის კამპანიასაც, კერძოდ, გაგრილების მიმართულებით პროდუქციაზე გვაქვს მომხმარებელზე მორგებული ფასები. ვცდილობთ, გულმოდგინედ შევურჩიოთ კლიენტებს როგორც კონდიციონერი, ისე გათბობის ქვაბი, სარემონტო მასალები, საღებავები და ა.შ.

– კონდიციონერის შერჩევისას რა სტერეოტიპებსა და მითებს აწყდებით?
– თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ენერგოეფექტურობის კამპანიის ფარგლებში, ვცდილობთ, მომხმარებლებსა და ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ და ვასწავლოთ, სწორად როგორ გამოიყენონ კონდიციონერები. ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ, ტრენინგებიც კი გვქონდა ქუთაისსა და ბათუმში. მოგეხსენებათ, ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ VEETEK-ის ბრენდის კონდიციონერებს, ასევე ვართ Airfel-ის ოფიციალური დისტრიბუტორები საქართველოში გათბობის მიმართულებით. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც ინვერტორულ, ასევე ONOFF ტიპის კონდიციონერებს. დღეს ეს მოწყობილობა უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი, დღეს ის უკვე ყველს გვიქმნის მეტ კომფორტს და თავს იდეალურად გვაგრძნობინებს სახლში.
რაც შეეხება მითებს, ისინი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რომელიც გვინდა დავამსხვრიოთ არის ის, რომ კონდიციონერი ძალიან დიდი ენერგიას მოიხმარს. სინამდვილეში, თუ სწორად მოვეპყრობით ამ მოწყობილობას, ის ეკონომიის საშუალებას მოგვცემს. ხშირია შემთხვევები, როდესაც კონდიციონერს 16-18 გრადუსზე აყენებენ, რის გამოც ის მთელი დატვირთვით მუშაობს. ამ ტემპერატურაზე კონდიციონერი, შესაძლოა, შედარებით სწრაფად აგრილებდეს ოთახს, მაგრამ ადამიანისთვის ოთახის იდეალური ტემპერატურა იქმნება 22-24 გრადუსზე. გარდა ამისა, თუ თავიდანვე ასეთ „მაღალ“ ტემპერატურაზე დავაყენებთ კონდიციონერს, ნაკლებად დავტვირთავთ კომპრესორს, გარე აგრეგატს, შესაბამისად, ეს მოწყობილობას დაეხმარება, იდეალური ეფექტი შექმნას მომხმარებლისთვის – ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა რაც შეიძლება სწრაფად დააყენოს ოთახში.

ბაზარი დღეს ისე ვითარდება, რომ ყველას გვეძლევა საშუალება, თანამედროვე ენერგოდამზოგი მოწყობილობები გამოვიყენოთ. ასეთია სწორედ ინვერტორული ტიპის კონდიციონერი, რომელიც 30-40%-მდე ეკონომიას იძლევა სტანდარტულ კონდიციონერთან შედარებით. ის ამას აკეთებს ინვერტორული ძრავის ხარჯზე, რა დროსაც კონდიციონერის აგრეგატი არ ითიშება და მუდმივად დაბალ რეჟიმში უბერავს ჩვენთვის სასურველი ტემპერატურის ჰაერს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს კონდიციონერებში დავამატეთ Wi-Fi მართვა, რისი წყალობითაც ინვერტორული კონდიციონერი შეგიძლიათ ჩართოთ და გათიშოთ ნებისმიერი წერტილიდან. გარდა ამისა, მას აქვს იონიზატორი ჩაშენებული, რაც ბაქტერიებს ანადგურებს და ჰაერს აჯანსაღებს ოთახში.
– გარდა იმისა, რომ მიმდინარე წელს ციტადელმა მთავარი ოფისის მისამართი შეიცვალა, კიდევ რა სიახლეებს ჰპირდებით მომხმარებელს?
– ჩვენ გადავედით ბელიაშვილის #181-ში. „ციტადელის“ გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია, რაც შეიძლება ახალი და მეტი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს და რა თქმა უნდა, ასე იქნება მიმდინარე წელსაც – ვგეგმავთ ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანას ბაზარზე, მათი მომხმარებლებისთვის გაცნობას