კომპანია Citroen-მა 100 წლის იუბილე საკმაოდ საინტერესოდ – კონცეპტი 19_19-ით აღნიშნა. სიახლე ეს არის მომავლის ულტრაკომფორტული უპილოტო. პროტოტიპის შექმნისას დიზაინერები მსოფლიო ავიაციის მიღწევებით ხელმძღვანელობდნენ და ავტომობილის სალონი ერთი შეხედვით ვეტმფრენის კაბინას გავს.
Citroen 19_19 კონცეპტის დიზაინი თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით შეიქმნა. სამგზავრო ნაწილი საბურავებზე მოთავსებულ ოთახს გავს და ის სრულიად ინოვაციური მეთოდითაა დამზადებული. სალონში ეკრანები და სენსორული პანელები არ არის და მათ ნაცვლად პროექციული დისპლეი და ხმის ამომცნობი სისტემა გამოიყენება. ავტოპილოტში სულ 4 მგზავრი თავსდება და ამასთან, მან საკმაოდ მოცულობითი საბარგულიც მიიღო.
და ბოლოს, citroen მოძრაობაში 2 ელექტროძრავს მოყავს და აგრეგატი 462 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ერთი დამუხტვით მოდელს 800 კმ-ს გავლა შეუძლია.