LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცივი დერეფანი გავიარე. ზოგს კანტუზია აქვს, ზოგი დაჭრილია, მაინც მხიარულად ყვებიან რას უშვრებიან რუსებს“ – რას ჰყვება ანი წითლიძე უკრაინიდან?

625
witlidzeana

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე უკრაiნიდან ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს, სადაც  წერს რა დახვდა ადგილზე.

„რაც ჩამოვედი ნოუთებში ვინიშნავ ყველა ემოციას რომ არ დამავიწყდეს, ბევრჯერ წავიკითხო და რუსეთი კიდევ უფრო მეტად მძულდეს.

ყველაზე რთული და ემოციური თანამემამულეების ნახვა ყოფილა სხვა ქვეყნის, რეალურად კი მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ომში.

ამათ ადგილსამყოფელამდე დიდი ხანი ვიარეთ. გარეთ უკრაინელი სამხედროები დაგვხვდნენ. თავიდან ეჭვით შემომხედეს. ქართველებს ვეძებთქო, გვარები ჩამოვუთვალე. ინგლისურად მიპასუხა “მაგარი ბიჭები ქართველები, აქ არიან” და დიდი შენობისკენ მიმითითა.

ცივი დერეფანი გავიარე. უკრაინის და საქართველოს დროშები, კედლებზე, ქართული და უკრაინული წარწერები, #freemisha – დროშები და სტიკერები, ქართულ მეგრული საუბარი და ომის ხუმრობები, ზოგს კანტუზია აქვს, ზოგი დაჭრილია, მაინც მხიარულად ყვებიან რას უშვრებიან რუსებს და საოცარი შემართებით ისევ ბრძოლისთვის იგეგმებიან.

ტკივილით ყვებიან დაღუპულ თანამებრძოლებზე და საოცრად იმედიანი განწყობა აქვთ.

მათი შემყურე ვიცი რომ საამაყო ასეთი ადამიანების ხელში საქართველოსაც ბევრი აქვს და კიდევ გვექნება.

ფოტოსთვის ავტომატი თვითონ დამაკავეს, ჩემს წონაზე მძიმე ნამდვილად იყო))

ფოტოზე ყველა არ ჩანს და აქედანაც თითოეულ მათგანს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა, ქედი მოვიდრიკო, გამარჯვება და მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო“, – წერს წითლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g