LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდვია და ავჭალის ნაკვეთში დაუმარხავს.. ჩამოსულა დამნაშავე შვილი სოფელში, ისე გაითამაშა, თითქოს არაფერი იცოდა“ – მერიის წარმომადგენელი გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

630
მკვლელობა გორში (1)

„ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უშანგი ინაურს პირადად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, უწყინარი, მშრომელი, არც ეკონომიკურად უჭირდა და შვილებსაც შეუქმნა ყველანაირი პირობები“, – მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჯალაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის სო­ფელ ქორდში მომ­ხდა­რი საზარელი მკვლე­ლო­ბის დეტალებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ამბობს, რომ გარდაცვლილს (უშანგი ინაური) შარშან მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ კი – დედინაცვალი. კვირას დედინაცვალს წლისთავი გადაუხადა, სადაც მისი 28 წლის შვილი ჩავიდა:

„მე პირადად არ ვიცნობ, რადგან, ძირითადად, თბილისში ცხოვრობდა, სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა. ვიცი, დაოჯახებულია. ის ამჟამად მამის მკვლელობაშია ბრალდებული… როგორც ამბობენ, სანადირო თოფიდან გასროლით მოუკლავს მამა…

„ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა შეუძინა და ამ შვილის ხელით დაიღუპა“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობაზე

„სა­ნა­დი­რო თო­ფით მო­უკ­ლავს, მერე კი, კვა­ლი რომ და­ე­ფა­რა, მა­მის ცხე­და­რი გა­უხ­ვე­ვია პლე­დებ­ში, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­უ­თავ­სე­ბია და ასე გა­და­უ­ტა­ნია თბი­ლის­ში.“

უშანგი ორი შვილის მამა იყო, მის უფროს ბიჭს ვიცნობ. ის იმ დროს თბილისში იყო და ეს საშინელი ამბავი პოლიციისგან გაიგო.

დანაშაულის გახსნის შემდეგ სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, უფროსი შვილი პოლიციელებმა ჩხრეკას დაასწრეს და მერე ისევ თბილისში წაიყვანეს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

უმცროსმა ვაჟმა რატომ მოკლა მამა, ჩვენთვის უცნობია. მეზობლებს ჩხუბის ხმა ან რაიმე ხმაური არ გაუგონიათ.

როგორც აღვნიშნე, კვირას წლისთავი ჰქონდა. მგონი, მკვლელობა სამშაბათს არის ჩადენილი და ეტყობა, გვიან ღამით წაიღო ცხედარი. მეზობლები ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ ეტყობა, ეს შემთხვევა ღამით მოხდა და იარაღის გასროლის ხმა არავის გაუგია.

მკვლელობის შემდეგ ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდვია და თბილისში, ავჭალაში, კუთვნილ ნაკვეთში წაუღია და იქ დაუმარხავს. მეზობელმა მეორე დღეს მიაკითხა უშანგის სახლში, კარი ღია დახვდა და თვითონ რომ ვერსად ნახა, შვილისთვის დაურეკავს, უშანგი არ ჩანსო.

ამის შემდეგ ჩამოსულა დამნაშავე შვილი სოფელში, იცოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მეზობლებთან ერთად ეძებდა. ისე გაითამაშა, თითქოს მან არაფერი იცოდა. მეზობლებმა ჩართეს პოლიცია და მერე გაირკვა, რომ ამის ჩადენილი იყო ეს საშინელი დანაშაული.

სახლში სისხლის კვალი წაშლილი ჰქონდა, ეტყობა, მოწმინდა იქაურობა, მაგრამ კრიმინალისტები რომ მოვიდნენ, შემთხვევის ადგილიდან და მანქანიდან სისხლის ნაკვალევი ამოიღეს.

დამნაშავე დაკავებულია, რა უთხრა მან პოლიციას, არ ვიცი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოკლა მამა. ეს არის სადიზმი, არადა, ისეთი მშრომელი კაცი იყო უშანგი, არ ვიცი, რატომ გაიმეტა“. – უთხრა „კვირის პალიტრას“ მერიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მოხდა. შვილმა მამა მოკლა, დანაშაულის დასაფარად ცხედარი თბილისში, აგარაკზე გადაიტანა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნობით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები