LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარი – როგორ ხდება „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება და დიაგნოსტიკა, რას წერს მაია ბუწაშვილი

227
მაია ბუწაშვილი

„მაიმუნის ყვავილი“ – დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში“ – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

„წლევანდელი ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი, რომელიც აღმოაჩინეს კონგოს ერთ-ერთ მაღაროელ ქალაქში, შესაძლოა ადამიანებს შორის უფრო ადვილად ვრცელდებოდეს“ – „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: რას წერს გიორგი ფხაკაძე ვირუსის ახალ სახეობაზე

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები:

ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა:

„ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე „მაიმუნის ყვავილის“ სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ.

ამჟამად „მაიმუნის ყვავილი“ აქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელება მთელ აფრიკაში და კონტინენტის გარეთაც,

თუმცა, ჯერჯერობით შემთხვევები კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) და მეზობელ ქვეყნებში.

ანალოგიურად, 2022 წლის ივლისშიც ჯანმომ „მაიმუნის ვირუსი“ საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რაც მოიხსნა 2023-ის მაისში, როდესაც შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

მოკლე შეხსენება ამ ინფექციის შესახებ:

დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

სიმპტომები ჰგავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.

გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც).

დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.

დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში”- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე მაიმუნის ყვავილის სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო…

Posted by Maia Butsashvili on პარასკევი, 16 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g