ინდოეთში დაფიქსირებული „ნიპას“ ვირუსის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს.
ივანე ჩხაიძე: „საქართველოში ღამურები შეისწავლეს და მათში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო… იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე თავის ტვინის დაზიანება გამოდის, ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს“
„ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. „ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბუწაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა კი ძალიან იშვიათია. სპეციალისტი სიმპტომების შესახებ წერს და ამბობს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს:
„დღეს აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია ადამიანებში. ამჟამად ნიპა ვირუსთან (Nipah virus, NiV) დაკავშირებით ბევრი იწერება, რადგან ინდოეთში დაფიქსირდა შემთხვევები, თუმცა შეკითხვები კვლავ ბევრია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.
ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.
ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.
ჯანმოს მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები.
ეს ინფექციებია:
1. COVID-19
2. Crimean-Congo hemorrhagic fever
3. Ebola virus
4. Marburg virus disease
5. Lassa fever
6. Middle East respiratory syndrome
7. Severe acute respiratory syndrome
8. Nipah virus disease
9. Rift Valley fever
10. Zika virus disease“, – წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, „ნიპას“ ვირუსის 2 შემთხვევა ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. 27 იანვარს, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „უზრუნველყო ვირუსის დროული შეკავება“. როგორც უწყებაში განაცხადეს, დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებული 196 კონტაქტი იდენტიფიცირებული, მოძიებული და ტესტირებულია და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა – „მიღებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველა საჭირო ზომა“ – განაცხადეს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში.
მედიის ცნობითვე, აზიის რამდენიმე ქვეყანამ ინდოეთიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის სკრინინგის პროცედურები გაამკაცრა.
დღეს აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია…
Posted by Maia Butsashvili on ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
