Genesis–მა, Hyundai–ს პრემიალურმა ბრენდმა, ახალი თაობის მოდელის G80-ის პირველი ოფიციალური გამოსახულება გაავრცელა. სედანი გარედანაც შეიცალა და შიგნიდანაც, ზოგადად ინტერიერი წინამორბედ მოდელს გავს, თუმცა ბევრი დეტალია განახლებული.

ავტომობილის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება და სავარაუდოდ, ის ბენზინის ძრავს მიიღებს, 2,5 და 3,5 ლიტრის მოცულობით და 305–დან 375 ცხენის ძალამდე განავითარებს. აგრეგატი 8–საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

Genesis–ის ხაზის მთავარ მახასიათებლად დიოდის ხაზები იქცა, რომელიც მოდელს გვერდებზე მიუყვება. სალონში 14,5 დიუმიანი ეკრანია განთავსებული და მას თანამედროვე მულტიმედიური სისტემაც ამშვენებს.

სიახლე ბაზარზე მარტის ბოლოსთვის გამოვა და მისი ზუსტი ღირებულებაც მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.

