ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისში ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზებაში 2 პირი ამხილა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულები რეგიონებში დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ხორცს და თბილისში, კუსტარული წესით მოწყობილ ე.წ.ბიონში, სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე არბილებდნენ, რის შემდეგაც კვების ობიექტებს ამარაგებდნენ.
მათი თქმით,ე.წ. ბოინში აღმოაჩინეს ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ვადით.