LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის დეფაქტო მთავრობა კვირიკაშვილის საშვიდობო ინიციატივას პიარ აქცის უწოდებს

97

“საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა არის მორიგი პიარაქცია და უხეში მცდელობა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, წარმოაჩინონ, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს, ეს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილის გაჟღერების პირველი მცდელობა არაა. ამიტომ, მსგავს განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამთ. არ გვაქვს იმედი, რომ თბილისში მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გადაწყვიტეს“- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა  სამ მიმართულებას გულისხმობს:

პირველი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივებაა,  ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

მეორე მიმართულება: ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა-ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

პრემიერმინისტრის ინიციატივას დადებითად აფასებენ და მიესალმებიან ევროკავშირში, გერმანიასა და აშშ-ში.

 

mazda magti 5g