LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

201
cxinvali

ბავშვი, რომელიც სამშაბათს ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრეს, თბილისში გადმოიყვანეს.

ინფორმაცია „ფორტუნას“ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში“ დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ბავშვი თბილისში წუხელ, ღამის 3 საათზე, ორ თანმხლებ პირთან ერთად რეანიმობილით გამოიყვანეს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში“ „ფორტუნას“ ასევე განუცხადეს, რომ ბავშვი გამოჯანმრთელებამდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დარჩება და ამის შემდეგ ისევ „წითელი ჯვრის“ დახმარებით გადაიყვანენ ცხინვალში.

ცნობისთვის, 28 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა.

ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაიჭრა მოკლული პირის 5 წლის შვილი, რომელიც თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. მოკლული ცხინვალის მცხოვრები, 36 წლის რიჩარდ მამიევია. მკვლელობის შემდეგ მილიციამ გააძლიერა კონტროლი ე.წ საზღვრებზე.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილიციის განყოფილებაში მკვლელობის აღიარებით გამოცხადდა ხარებოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

ფოტო: „რადიო თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები