ცხოველების ენას ადამიანურად ხელოვნური ინტელექტი გადათარგმნის. ამის შესახებ South China Morning Post წერს.
ხელოვნური ინტელექტის ჩინური გიგანტი Baidu აპირებს დააპატენტოს ტექნოლოგია, რომელიც იმ ხმების გადასათარგმნადაა განკუთვნილი, რომლებსაც ცხოველები გამოსცემენ. ბუნებრივია, ეს ხმები ადამიანისთვის გასაგებ სიტყვებად უნდა ითარგმნოს. პატენტის შესახებ განაცხადი კომპანიამ დეკემბრის თვეში შეიტანა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.
თარგმნის მეთოდი დამყარებულია უამრავი სხვადასხვა მონაცემის ანალიზზე, მონაცემის რომელიც კონკრეტული სახეობისგან არის მიღებული და მოიცავს ხმას, სხეულის ენას, ქცევის ცვლილებას და სხვა ბიოლოგიურ სიგნალებს. სისტემა ინფორმაციას შეისწავლის, რათა განსაზღვროს ემოციები, მანამ სანამ მას სრულყოფილ ენად გადააქცევს. ტექნოლოგია ნეირონულ ქსელებს და სხვა ტექნოლოგიებს დაეყრდნობა.
პატენტის შესახებ განაცხადი არ ნიშნავს, რომ მას უმალვე გასცემენ, შეფასების პროცესს შესაძლოა ერთი წლიდან 5 წლამდე პერიოდი დასჭირდეს.
Baidu-ს ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით თავისი განზრახვა არ დაუზუსტებია. ამიტომ უცნობია, აპირებს თუ არა ის ახალი აპის გამოშვებას, რომელიც ადამიანებს ცხოველების ენის გაგებაში დაეხმარება.