LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველთა იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა შეიქმნება

84

საქართველოში ცხოველთა იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა შეიქმნება.

აღნიშნულ საკითხზე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და საქართველოში შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) რეგიონული ოფისის დირექტორს ოლივიე ბურკს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სისტემის შექმნისთვის ტექნიკური დახმარების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პროექტს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ოთარ დანელიას განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებით საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სისტემის ევროკავშირის სისტემასთან დაახლოების ვალდებულება აქვს.

”ამ ვალდებულებების შესაბამისად, ქვეყანაში ცხოველთა იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ერთიანი ბაზა უნდა არსებობდეს, რომელიც, ერთი მხრივ, ექსპორტის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, კი უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მასზე კონტროლის განსახორციელებლად” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივ ფერმერებთან კომუნიკაციის სისტემის სრულყოფაც.

magti 5g