იტალიელი მილიარდელი ჯანლუკა ვაკი, რომლის ცეკვის ვიდეოები მომაჯადოებელ ჯორჯია გაბრიელთან ინტერნეტსივრცეს იპყრობდა , ახალ პარტნიორს სიყვარულში გამოუტყდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანლუკას მორიგ პარტნიორთან რომანს ვარსკვლავის გულშემატკივრები დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველდებდნენ, მილიარდელმა ფანებს მოლოდინი გაუცრუა და 2015 წლის ვიცე მის მსოფლიოს – არიადნა გუტიერეს სიყვარული საჯაროდ აუხსნა.
“ცხოვრება ეს მე და შენ ვართ, მიყვარხარ!” – ასეთი წარწერით გაავრცელა ჯანლუკა ვაკიმ ფოტო ინტერნეტ სივრცეში და იმის ეჭვიც დატოვა, რომ სერიოზულ ურთიერთობაშია.
Life is me and you. Ti amo @gutierrezary
A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi) on
შეგახსენებთ, ჯორჯია გაბრიელთან ჯალუკა ვაკიმ ურთიერთობა ივლისში გაწყვიტა. მათ თავიანთი გვერდებიდან ყველა საერთო ფოტო წაშალეს.