LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრება გრძელდება“ – პირველ იანვარს კიევში სამი ტყუპი ბიჭი დაიბადა

277
Untitled design (1)

პირველ იანვარს კიევში სამი ტყუპი ბიჭი დაიბადა.

კიევის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბიჭებს მატეი, ბოჰდანი და ვლადისლავი დაარქვეს.

დეპარტამენტის ცნობითვე, ახალი, 2023 წლის პირველ დღეს უკრაინის დედაქალაქის სამშობიარო სახლებში სულ 31 ბავშვი – 12 ბიჭი და 19 გოგო დაიბადა.

„გილოცავთ ახალ წელს! ცხოვრება გრძელდება! ისინი კიევის ახალი მაცხოვრებლები არიან. გაიზარდეთ ჯანმრთელები, ბედნიერები და თავისუფლები ჩვენი მშობლიური უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშ!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g