მსახიობი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მეუღლეს, მამუკა არველაძეს იუბილეს ულოცავს.
როგორც სალომე წერს, ღირსეული, უშეცდომო, უდიდესი სიკეთით სავსე ადამიანია, რომელიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.
„მამუკა, გილოცავ დაბადების დღეს!!! არ არსებობს სიტყვები და ემოცია რომლითაც ავხსნი ამ სიგიჟე სიყვარულს ❤️
ცხოვრებამ უამრავი ბედნიერი და რთული დღეები გამოგვატარა და ამ ყველაფრის გამკლავება უდიდესი სიყვარულით, პატივისცემით და ერთობით შევძელით!!!
ღირსეული, უშეცდომო, უდიდესი სიკეთით სავსე ადამიანი ხარ!!!
უამრავი ბედნიერი და ბრჭყვიალა დღეები გვქონოდეს ჩვენს მართუშკასთან ერთად 💫💫💫 მიყვარხარ სიგიჟემდეეეეე!!! ❤️❤️❤️❤️“, – წერს სალომე შარვაძე.