„ტრიო თბილისის“ სოლისტი, ზაზა მამალაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მომღერალთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება და წერს, რომ ვერ წარმოედგინა, თუ საქართველოში ვინმეს სიმღერის გამო დააშანტაჟებდნენ.
ვიდეო: „დადგეს და იყვიროს მაშინ თუ არ ემღერება… მე მემღერება და ვიმღერებ, მაია ბარათაშვილს ემღერება, ვინც მღერის, მართლა ვინც ვმღერით ჩვენ გვემღერება… ნინო ქათამაძე სულაც არ არის ჩემი კოლეგა, არც მაია დარსმელიძეა ჩემი კოლეგა, ეს ცალკე შოუბიზნესია“ – ეკა კვალიაშვილი შოუბიზნესის ნაწილის პროტესტზე
როგორც კვალიაშვილმა განმარტა, ის არ იზიარებს კოლეგების მოსაზრებას, რომ ახლა სიმღერის დროა არ არის.
„ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა. რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო. ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ ფაშიზმზე და ამდაგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ ფაშიზმზე უარესია, ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ. გადაგვარების ახალი გზა მოუფიქრებიათ თუ რა უბედურება ხდება???!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ზაზა მამალაძე.
ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა.რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო.ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ…
Posted by Zaza Mamaladze on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024