LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც არაფრის შეგეშინდება.. არჩილ,  მიყვარხარ!“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა

391
ფორტუნა (22)

ტელეწამყვანები არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ქორწინების 12 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ნუცა მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც არაფრის შეგეშინდება, ზურგს გაგიმაგრებს, მუდმივად მზად იქნება, ახალი თავგადასავლებისთვის და რომელთან ერთადაც ყველა სირთულეს ასე  ღიმილით გადალახავ, მე ვიპოვე 12 წლის წინ. ჰოდა თქვენც იგივეს გისურვებთ.

არჩილ,  მიყვარხარ! ჯერ მოზარდები ვართ, თინეიჯერობამდე კიდევ ერთი წელი“.  – წერს ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

ნუცას არჩილმა სოციალურ ქსელშივე უპასუხა,

„ცუცაა <3 ,<3 “  – წერს არჩილი ნუცას სტატუსის კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები