ასაკის მატებასთან ერთად ქალს საუკეთესო დაქალი უფრო და უფრო მეტად სჭირდება. ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა, რომელშიც 50 წელს გადაცილებული მანდილოსნები მონაწილეობდნენ და დაადგინეს, რომ კარგი მეგობრის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
ექსპერიმენტში მონაწილეებმა მრავალი წლის განმავლობაში ბევრი კარგი თუ ცუდი მომენტი გაიარეს, დაქორწინდნენ, შვილები ეყოლათ, მეუღლეებს დაშორდნენ, ახლობელი ადამიანები დაკარგეს და ა.შ. ამ ყველაფრის გადატანა კი საყვარელი დაქალების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. ქალბატონებმა ასევე აღიარეს, რომ წლების გასვლასთან ერთად დაქალებს უფრო მეტად აფასებდნენ და მათი როლიც უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა.