LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებისეულ გამოცდილებას საკმარისად ხშირად შეუძლია ცოდნა და ინტუიცია ერთდროულად ჩაანაცვლოს – რაც ადრე იყო, ყოველთვის გაკვეთილია“ – გია მურღულია

105
murgulia-1-2022-09-11_11-36-37_414935

გია მურღულია ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამოცდილებას შეუძლია ცოდნასა და ინტუიცია ერთდროულად ჩაანაცვლოს.

„ცხოვრებისეულ გამოცდილებას საკმარისად ხშირად შეუძლია ცოდნა და ინტუიცია ერთდროულად ჩაანაცვლოს – რაც ადრე იყო, ყოველთვის გაკვეთილია.

გამოცდილებას დრო არ სჭირდება – წამიერად მოქმედებს.

ის სიცოცხლისაგან ნასწავლი მზა პასუხია.

რაც იყო, მომენტალურად შემაცნობინებს იმას, რაც იქნება.

შესაძლოა ეს ასაკის მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელია, თუმცა სხვებიც არსებობს.

მაგალითად:

თუ გარკვეულ ასაკს არ მიაღწიე, შვილის დაბადებითა და გვერდით ყოფნით გაცოცხლებულ სიხარულს ვერ იგრძნობ.

მერე კიდევ თუ არ “გახანდაზმულდი”, შვილიშვილითაც ვერ გაიხარებ.

იგივე ეხება შენ საკეთებელ მნიშვნელოვან საქმეებსაც – დრო ფულია, რომელიც არ უფასურდება.

სამყარო გაძლევს შესაძლებლობას, შენი ცხოვრების ნებისმიერ დროს იყო ბედნიერი.

ბედნიერება სიცოცხლესაც აადვილებს და წუთისოფლის დატოვებასაც – ის ყოფნის საზრისიც არის და ზეყოფნისაც.

ბედნიერება ხომ უფლის ღიმილია და თუ ღმერთი გიღიმის, ვიღამ უნდა დაგიბღვიროს?“,- წერს გია მუღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g