LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ – საქართველოში ADB -ის პროექტი იწყება

93057111night_tbilisi

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან საქართველოში ADB –ის პროექტი იწყება სახელწოდებითცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“. ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას გულისხმობს.

„ADB -ის ძალიან კარგი პროექტი იწყება საქართველოში, სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ჩვენ წვდომა გვექნება ამ ფინანსებზე, თუმცა უკვე 2020 წლიდან აქტიური განხორცილებების ფაზა დაიწყება. ეს არის 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება სამეგრელოს, მესტიის, თელავის, თუშეთის და თბილისისკენ. ADB-ის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს არის საჭირო, ასევე ბიზნეს კომპონენტის დაფინანსება მცირე სესხების სახით. ამასთან, არის სხვადასხვა მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ა.შ. ანუ საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში სრულიად ჯდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g