LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხვირის ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა“ – 20 წლის მარი ანანიძეს, რომელიც სექტემბრის შემდეგ კომაშია, დახმარება ესაჭიროება

493
მარი ანანიძე

20 წლის მარი ანა­ნი­ძეს, რო­მე­ლიც ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კო­მა­შია, დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მარის ახ­ლობ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

გო­გო­ნა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

„24 წლის 16 სექტემბერს ბათუმში ხოზრევანიძის კლინიკაში ჩატარდა ჯერ კიდევ 19 წლის მარი ანანიძის გეგმური ცხვირის ოპერაცია, პოლიპების ამოღება, ხრტილის გასწორება, რინოპლასტიკა, შუა ოპერაციის დროს 15წუთის შიგნით მარის გაუჩერდა გული 3 წუთის მანძილზე რის შედეგადაც ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და მიიღო დიდი დაზიანება. რაც კლინიკის დიდი შეცდომაა. მარი 16 სექტემბრის შემდეგ დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია 20 წელი შეუსრულდა კომაში მყოფ მარის.

სასწრაფოდ ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ თურქეთში სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში „აჯიბადემში“ მისი გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 თვის რეაბილიტაცია 168000$ ჯდებოდა, ღმერთს მადლობა და კიდევ ჩვენს ქართველ ერს რომლებმაც დაგვეხმარა, თუნდაც თითო ლარით ერთი თვის თანხა შევაგროვეთ და პლუს თბილისმა და აჭარამ დაგვაფინანსა, ამ ეტაპისთვის ერთი თვის თანხა არის გადახდილი.

თუმცა 4 თვეს დაემატა კიდევ 2 თვე, რადგან მდგომარეობა ძალიან ცუდადაა, დაემატა ოპერაციის თანხები, რაც გათვალისწინებული არ იყო.

მოგმართავთ დახმარების თხოვნით. კლინიკამ პასუხისმგებლობა არ აიღო. ჯამური თანხა შეადგენს 200 000 დოლარს“, – უყვება „ფორტუნას“ მარის ახლობელი.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი #GE63BG0000000538740198

თი­ბი­სი ბან­კი #GE68TB7525845064300074

პ/ნ: 61006074725

მიმ­ღე­ბი: ნა­თია ანა­ნი­ძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g