CNN ე.წ. ბრეიქინგ ახალი ამბის კვალიფიკაციას უფრო ნაკლებად გამოიყენებს. ტელეკომპანიის ახალი ხელმძღვანელის კრის ლიხტის განცხადებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, თუ რომელ ახალ ამბავს უნდა მიანიჭონ მნიშვნელოვანი და სასწრაფოს სტატუსი.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ე.წ. ბრეიქინგ ამბის კვალიფიკაცია საჭიროზე მეტჯერ იყო გამოყენებული და ამის გამო აუდიტორია ასეთ ამბავს უკვე სათანადო ყურადღებას აღარც აქცევს.
ლიხტი და „უორნერ ბრაზერსის“ აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი აცხადებენ, რომ ამიერიდან უპირატესობას ტრადიციულ ჟურნალისტიკას მიანიჭებენ.
„ჩვენ ვართ სიმართლის მთქმელი ხალხი, ორიენტირებულები ინფორმაციის მიწოდებაზე და არა მომხმარებელთა შეშფოთებაზე“, – განაცხადა „CNN“-ის ხელმძღვანელმა.