ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. დასავლური მედიასაშუალებები წერდნენ, რომ რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, ცხრა პირი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.