LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია, ცოცხალი არავინაა

254
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი (1)

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. დასავლური მედიასაშუალებები წერდნენ, რომ რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, ცხრა პირი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თურქეთი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარების მიზნით, ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, მანქანებს და მაშველებს უგზავნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები