LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო

171
უკრაინა მტავარი

უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული.

„როგორც ჩანს, შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო. კონტრშეტევამ გაარღვია რუსეთის თავდაცვითი ხაზების ზოგიერთი ელემენტი სამხრეთ-აღმოსავლეთში და სარეზერვო ქვედანაყოფები ჩამოვიდნენ, რათა გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა“, – აცხადებს წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g