LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ზე მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომლებიც ქოშინებენ და ამბობენ: ძალიან ვნანობთ აუცრელობასო… არ იქნება ცუდი, თუ პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს: კულუმბეგოვი

1012
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „CNN“-ზე ინტენსიურ თერაპიაში მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომელთაც ჟანგბადის კანულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: „ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო, რომ ესეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვათო“.

„სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6835 ადამიანი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია. არ იქნება ცუდი, თუ პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს“, – წერს კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g