LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილ ექიმ სოსო კობახიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება: ,,სასწრაფოდ ესაჭიროება მთლიანი ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ ტარდება, ყოველ ლარს მნიშვნელობა აქვს…

384
სოსო კობახიძე

ექიმ სოსო კობახიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მამუკა გერმანიშვილი წერს.

„მე ჩემზე არ ვითხოვდი, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა.
თუ ვინმეს შემიძლია ძმა დავუძახო, ეს ადამიანია. ყურადღებიანი, კეთილი, ყველაზე გადამკვდარი.
35 წელია მოვდივართ ერთად. თუ როდესმე გამჭირვებია რამე, სოსო იყო ყოველთვის პირველი, რომელიც გვერდში დამდგარა.
ჰო და ახლა ძაან უჭირს, ძაან. სასწრაფოდ ესაჭიროება მთლიანი ღვიძლის (გვამური) ტრანსპლანტაცია, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ ტარდება. და ჯდება 150 000€
არც ოჯახს და არც ახლობლებს ამის საშუალება ახლა არ გვაქვს. გადარჩენილი სოსო ბევრი პაციენტის შვებაა მომავალში და ბევრი ახლობლის სიხარული.
ყოველ ლარს, დოლარს და ევროს აქვს მნიშვნელობა.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე.

GE13TB7357445063600026 მიმღები: ქ. კობახიძე(შვილი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g